|
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
წ ე ს დ ე ბ ა
დამტკიცებულია საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის საერთო კრების მიერ
2008 წლის 11 ივნისს
თბილისი 2008
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
წესდება
I. ზოგადი
დებულებები
1. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის საერთაშორისო მნიშვნელობის მიღწევებისა და მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე პირთა გაერთიანება, რომელიც არის
მემკვიდრე
და
ტრადიციების გამგრძელებელი უძველესი ქართული განათლებისა და სულიერების კერებისა _ გელათისა და იყალთოს აკადემიებისა. იგი არის საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველი.
2. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უფლებამონაცვლე. იგი შედგება ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) და წევრ-კორესპონდენტებისაგან, აგრეთვე საპატიო აკადემიკოსებისა და უცხოელი წევრებისაგან.
3. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით `საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ~, საქართველოს კანონმდებლობითა და აკადემიის წესდებით.
4. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც დამოუკიდებლად ამტკიცებს თავის წესდებას, განსაზღვრავს თავის სტრუქტურას, წყვეტს სამეცნიერო- ორგანიზაციულ, საკადრო, ეკონომიკურ და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს.
II. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
მიზნები და
ამოცანები
5. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიზნებია:
ა)
საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა;
ბ) ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევების წარმოება;
გ) სახელმწიფო ენებზე ზრუნვა;
დ)
ქვეყანაში მეცნიერების განვითარების გზების პროგნოზირება. მსოფლიო მეცნიერების უახლეს მიღწევებზე დაყრდნობით სახელმწიფო პრიორიტეტების შესახებ წინადადებათა შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მთავრობაში წარდგენა;
ე) ქვეყანაში წარმოებული მეცნიერული კვლევის შედეგების ექსპერტიზა;
ვ) მეცნიერული მიღწევების საზოგადოებისთვის გაცნობა და საქართველოს მეცნიერთა მიერ მოპოვებული მიღწევების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა.
6. თავისი მიზნების განსახორციელებლად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია:
ა) ეწევა სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერტული ხასიათის საქმიანობას. შესაბამისი ამოცანების გადასაწყვეტად, საჭიროების შემთხვევაში, აყალიბებს და ხელმძღვანელობს სამეცნიერო-კვლევით კოლექტივებს;
ბ) იხილავს და აფასებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებს და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს. უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს საჭირო დამატებითი ინფორმაცია, ხოლო ექსპერტიზის შედეგი აცნობოს ამ ორგანიზაციებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მეცნიერების განვითარების ფონდებს;
გ) ატარებს სამეცნიერო საქმიანობისა და ნაშრომების ექსპერტიზას. აწყობს სამეცნიერო დისკუსიებს, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებს;
დ) გამოსცემს ბეჭდვით და ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალებსა და სხვა პერიოდულ გამოცემებს, ახორციელებს სამეცნიერო ლიტერატურის საერთაშორისო გაცვლას;
ე) ეწევა სამეცნიერო მიღწევათა და მეცნიერული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას; ატარებს საჯარო ლექციებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
ვ) აარსებს და ანიჭებს პრემიებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაოების წარმოსაჩენად;
ზ) უფლებამოსილია გახდეს საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების წევრი; ამყარებს კავშირებს მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და სამეცნიერო ცენტრებთან;
თ) კოორდინაციას უწევს სამეცნიერო დაწესებულებების კვლევით საქმიანობას;
ი) ქმნის კომისიებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგში;
კ) უფლებამოსილი პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ინახავს მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა პირად არქივებს, რომლებიც ფასეულია საქართველოს ისტორიისათვის;
ლ) დარგების მიხედვით ანიჭებს წლის
საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ტიტულსა და გასცემს ჯილდოებს;
მ) ახორციელებს აკადემიის ამოცანებთან დაკავშირებულ სხვა, მათ შორის დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
III. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები
7. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები არიან აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები), წევრ-კორესპონდენტები, საპატიო აკადემიკოსები და უცხოელი წევრები.
8. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად შეიძლება იმ მეცნიერის არჩევა, რომელმაც საერთაშორისოდ აღიარებული წვლილი შეიტანა მეცნიერების განვითარებაში.
9. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძლება იმ მეცნიერის არჩევა, რომელმაც მეცნიერებას დიდმნიშვნელოვანი შრომები შესძინა.
10. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია თავის შემადგენლობაში საპატიო აკადემიკოსად ირჩევს საქართველოს მოქალაქეს, მსოფლიოში აღიარებულ მოღვაწეს, რომელმაც თავისი საქმიანობით დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში მეცნიერების, კულტურის და სულიერების განვითარებაში.
11. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია თავის შემადგენლობაში უცხოელ წევრად ირჩევს მსოფლიოში აღიარებულ საზღვარგარეთელ მეცნიერს, საზოგადო მოღვაწეს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაში და რომელიც თავისი საქმიანობით დაკავშირებულია საქართველოს მეცნიერებასა და კულტურასთან.
12. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამოცდაათს.
13. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებასა და აკადემიის საბჭოში საქმიანობა არ ითვლება ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელებად.
IV. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მართვა
14. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მართვა ხორციელდება არჩევითობის, დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით.
15. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მართვას ახორციელებენ:
ა) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება აკადემიის მართვის უმაღლესი ორგანო;
ბ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭო (შემდგომში აკადემიური საბჭო);
გ) აკადემიის პრეზიდენტი.
V. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება
16. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მართვის უმაღლესი ორგანოა აკადემიის საერთო კრება, რომელშიც ხმის უფლებით მონაწილეობენ აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) და წევრ-კორესპონდენტები. საერთო კრების მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ აგრეთვე საქართველოში მყოფი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსები და უცხოელი წევრები.
17. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება:
ა) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდებას;
ბ) განსაზღვრავს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
გ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, ირჩევს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს (ვიცე-პრეზიდენტებს), აკადემიის აკადემიკოს-მდივანს და აკადემიური საბჭოს სხვა წევრებს;
დ) იხილავს და ამტკიცებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წლიურ ანგარიშს, წარადგენს დასაბუთებულ მოთხოვნას მომავალი
წლის საბიუჯეტო დაფინანსებაზე;
ე) ირჩევს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრებს (აკადემიკოსებს) და წევრ-კორესპონდენტებს;
ვ) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს მიერ არჩეულ აკადემიის საპატიო და უცხოელ წევრებს.
შენიშვნა: `საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ~ მიღებული კანონის შესაბამისად 2009 წლის პირველი მაისიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში წყდება წევრ-კორესპონდენტების არჩევა.
ზ) ისმენს აკადემიის წევრთა მოხსენებებს, იხილავს სამეცნიერო და სამეცნიერო-ორგანიზაციული ხასიათის საკითხებს;
თ) ისმენს სამეცნიერო ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ი) სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედით, ფარული კენჭისყრით, ვადამდე გამოიწვევს აკადემიური საბჭოს წევრებს.
18. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ წელიწადში ორჯერ მაინც. საერთო კრების მოწვევა სავალდებულოა, თუკი ამას ითხოვს ხმის უფლების მქონე წევრთა ერთი მესამედი მაინც.
19. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ხმის უფლების მქონე წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ სამი მეხუთედისა.
20. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებას იწვევს და თავმჯდომარეობს აკადემიის პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნისას აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
21. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აკადემიური საბჭოს სპეციალური დადგენილებით საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია კვალიფიციური უმრავლესობა (სიითი შემადგენლობის არა ნაკლებ სამი მეხუთედისა).
VI. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭო
22. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭო შედგება აკადემიის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტების, აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, განყოფილებათა აკადემიკოს-მდივნებისა და აკადემიის სხვა წევრებისაგან. აკადემიური საბჭოს წევრთა რიცხოვნობას განსაზღვრავს აკადემიის საერთო კრება. აკადემიური საბჭოს წევრები არ არიან საჯარო მოხელეები.
აკადემიურ საბჭოსთან ფუნქციონირებს მრჩეველთა ჯგუფი, რომელიც
იქმნება საბჭოს (პრეზიდიუმის) ყოფილ წევრთაგან და რომელიც მონაწილეობს საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით. მრჩეველთა ჯგუფში შემავალ წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო.
23.
აკადემიური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის
უფლებით მონაწილეობენ აკადემიური საბჭოს ასოციირებული წევრები, რომელთა არჩევა ხდება ღია კენჭისყრით საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით. აკადემიური საბჭოს ასოციირებული წევრების რაოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო.
აკადემიური საბჭოს ასოციირებულ წევრებად ითვლებიან აგრეთვე იმ სამეცნიერო ორგანიზაციათა უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებიც სტრუქტურული ერთეულის ფორმით ექვემდებარებიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას (ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია, გიორგი წერეთლის სახელობის `ვეფხისტყაოსნის~ აკადემიური გამოცემისა და ქართული ენის თესაურუსის კომიტეტი).
`მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების თხოვნის და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭოს თანხმობის შემთხვევაში ამ სამეცნიერო დაწესებულების აკადემიის სტრუქტურული ერთეულის ფორმით ჩამოყალიბება შესაძლებელია, თუ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება მისთვის ქონების გადაცემის შესახებ.
24. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებს და აკადემიის აკადემიკოს-მდივანს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსთაგან ირჩევს აკადემიის საერთო კრება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით.
აკადემიური საბჭოს სხვა წევრებს აკადემიის წევრთაგან ირჩევს აკადემიის საერთო კრება 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით.
აკადემიის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებს, აკადემიის აკადემიკოს-მდივანსა და
აკადემიური საბჭოს სხვა წევრთა შორის მოვალეობებს ანაწილებს აკადემიური საბჭო.
25. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭო ასრულებს აკადემიის საერთო კრებების დადგენილებებს და საერთო კრებებს შორის პერიოდში ხელმძღვანელობს აკადემიის საქმიანობას.
26.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან შეიძლება არსებობდეს სამეცნიერო კომიტეტები, კომისიები, სამეცნიერო საზოგადოებები.
27.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭო:
a)
ამყარებს სამეცნიერო კონტაქტებს დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიებთან და უცხოეთის მეცნიერებათა აკადემიებთან, აგრეთვე სხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან;
b)
იწვევს სამეცნიერო სესიებს, კონფერენციებს, თათბირებსა და სიმპოზიუმებს; ანიჭებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სახელობით პრემიებს დიდმნიშვნელოვანი მეცნიერული შრომებისათვის, აღმოჩენებისა და გამოგონებებისათვის, აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრემიებს ახალგაზრდა მეცნიერთა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა საუკეთესო მეცნიერული ნაშრომებისათვის;
გ) წარუდგენს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებას განსახილველად და დასამტკიცებლად აკადემიის საქმიანობის წლიურ ანგარიშს;
დ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო განყოფილებათა მიერ წარმოდგენილი დასკვნების საფუძველზე შეფასებას აძლევს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო საქმიანობის წლიურ ანგარიშებს და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს. თავის მოსაზრებებს აცნობს ამ ორგანიზაციებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მეცნიერების განვითარების ფონდებს;
ე) ამტკიცებს იმ ორგანიზაციათა დებულებებს, რომლებიც სტრუქტურული ერთეულის ფორმით ექვემდებარებიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას (ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია, გიორგი წერეთლის სახელობის `ვეფხისტყაოსნის~ აკადემიური გამოცემისა და ქართული ენის თესაურუსის კომიტეტი და სხვ.);
ვ) პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებს იმ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს, რომლებიც სტრუქტურული ერთეულის ფორმით ექვემდებარებიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას;
ზ) ამტკიცებს აკადემიის პერიოდულ გამოცემათა სარედაქციო კოლეგიებისა და საბჭოების შემადგენლობას და დებულებებს;
თ) ამტკიცებს გამოჩენილ მეცნიერთა აკადემიური სახელობითი პრემიების მინიჭების სანიმუშო დებულებას.
28. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭო ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე.
29. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიურ საბჭოს ემსახურება ადმინისტრაციული აპარატი; ადმინისტრაციული აპარატის დებულებას და შინაგანაწესს ამტკიცებს აკადემიური საბჭო. ადმინისტრაციულ აპარატს ხელმძღვანელობს პრეზიდენტის მოადგილე, რომელსაც პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო ღია კენჭისყრით.
VII. საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი
30. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს აკადემიის ნამდვილ წევრთაგან 5 წლის ვადით ირჩევს აკადემიის საერთო კრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. აკადემიის პრეზიდენტი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ არა უმეტეს ორი ვადით.
პრეზიდენტის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვთ აკადემიურ საბჭოს, სამეცნიერო განყოფილებებს, დარგობრივ კომისიებს აკადემიის წევრთა ჯგუფებს და ცალკეულ წევრებს.
31. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი:
ა) ხელმძღვანელობს აკადემიას და არის აკადემიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. აკადემიის პრეზიდენტი არის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) წარუდგენს საერთო კრებას აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებს;
გ) იწვევს და თავმჯდომარეობს აკადემიის საერთო კრებას, აკადემიური საბჭოს სხდომებს;
დ) განკარგავს აკადემიის ფინანსებს.
32. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა არის ადმინისტრაციული თანამდებობა. მასზე არ ვრცელდება ასაკობრივი შეზღუდვა.
VIII. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტრუქტურა
33. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია სამეცნიერო განყოფილება.
34. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტრუქტურას განსაზღვრავს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს აკადემიის საერთო კრება.
IX. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო განყოფილება
35. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ძირითადი სამეცნიერო-ორგანიზაციული ერთეულია სამეცნიერო განყოფილება (შემდგომში განყოფილება), რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.
36. განყოფილების უმაღლესი ორგანოა განყოფილების საერთო კრება. კრებებს შორის პერიოდში განყოფილების საქმიანობას ხელმძღვანელობს განყოფილების ბიურო.
G 37. განყოფილების საერთო კრება ფარული კენჭისყრით ირჩევს განყოფილების აკადემიკოს-მდივანს აკადემიის ნამდვილ წევრთაგან.
38. განყოფილება აყალიბებს მეცნიერების და ტექნოლოგიების დარგობრივ კომისიებს (შემდგომში დარგობრივ კომისიებს) და განყოფილების საერთო კრება ფარული კენჭისყრით ირჩევს დარგობრივი კომისიების თავმჯდომარეებს აკადემიის წევრთაგან.
39. განყოფილების ბიუროს შემადგენლობაში შედიან განყოფილების აკადემიკოს-მდივანი და დარგობრივი კომისიების თავმჯდომარეები. ბიუროს შემადგენლობაში შეიძლება არჩეულ იქნენ განყოფილების სხვა წევრებიც.
40. სამეცნიერო განყოფილება:
ა) განსაზღვრავს ბიუროს წევრთა რაოდენობას და ირჩევს მის შემადგენლობას;
ბ) ისმენს და ამტკიცებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს;
გ) იხილავს მეცნიერების შესაბამისი დარგების პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების საკითხებს და სათანადო წინადადებებს წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
დ) ექსპერტიზას უწევს საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის წლიურ ანგარიშებს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
ე) კოორდინაციას უწევს შესაბამისი სამეცნიერო დაწესებულებების საქმიანობას;
v)
აყალიბებს საექსპერტო კომისიებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სახელობითი პრემიების მისანიჭებლად;
z)
წარუდგენს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიური საბჭოს წინადადებებს სახელობითი პრემიების მინიჭების თაობაზე. აკადემიური საბჭო სათანადო გადაწყვეტილების შემთხვევაში აყალიბებს საექსპერტო კომისიებს შემოსული განცხადებების განსახილველად;
თ) იხილავს სამეცნიერო სესიების, კონფერენციებისა და თათბირების მოწყობის საკითხებს და სათანადო წინადადებებს წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
ი) შეარჩევს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრობისა და წევრ-კორესპონდენტობის კანდიდატებს.
41. განყოფილების ბიურო:
ა) ამზადებს სამეცნიერო-საორგანიზაციო საკითხებს განყოფილების საერთო კრებაზე განხილვისათვის;
ბ) კოორდინირებას უწევს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი პრემიების მისანიჭებლად შექმნილი საექსპერტო კომისიების საქმიანობას, იხილავს მათი მუშაობის შედეგებს და განყოფილების საერთო კრებაზე განხილვის მასალებს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
გ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს განყოფილებაში შემავალ დარგობრივ კომისიათა საქმიანობას.
42.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი:
ა) ხელმძღვანელობს განყოფილებას და არის განყოფილების სრულუფლებიანი წარმომადგენელი აკადემიურ საბჭოში;
ბ) იწვევს და თავმჯდომარეობს განყოფილების საერთო კრებას და განყოფილების ბიუროს.
43.
განყოფილების დარგობრივი კომისიების მიზნებია:
ა) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მოპოვებული საერთაშორისო დონის შედეგების გაანალიზება, რეკომენდაციების შემუშავება და მათი წარდგენა განყოფილების საერთო კრებაზე განსახილველად;
ბ) საქართველოში ჩატარებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების წლიური ანგარიშებისა და ცალკეული სამეცნიერო ნაშრომების ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნის წარდგენა განყოფილების ბიუროზე განსახილველად;
გ) დარგების მიხედვით წლის საუკეთესო კვლევითი ჯგუფების გამოვლენა და სათანადო წინადადებების წარდგენა განყოფილების ბიუროზე განსახილველად; საუკეთესო კვლევითი კოლექტივის შერჩევა ხდება განყოფილების ბიუროს მიერ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე.
X. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსთა, წევრ-კორესპონდენტთა, საპატიო აკადემიკოსთა და უცხოელ წევრთა არჩევნების წესი
44. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსების და წევრ-კორესპონდენტების არჩევნები ტარდება ამ წესდებისა და აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დროებითი დებულების საფუძველზე.
45. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრთა არჩევნები ეწყობა განთავისუფლებულ ვაკანსიებზე აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სპეციალობების მიხედვით. არჩევნების ჩატარების ვადებს განსაზღვრავს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭო.
46. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭოს ცნობა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრთა არჩევნების ჩატარების შესახებ ქვეყნდება არა უგვიანეს სამი თვისა არჩევნებამდე.
47. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრობის კანდიდატთა წამოყენების უფლება აქვთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს, დარგობრივ კომისიებს, სამეცნიერო დაწესებულებებს, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო საზოგადოებებს.
ორგანიზაციებისა და აკადემიის წევრების მიერ დასახელებულ კანდიდატთა მონაცემები რეგისტრაციისა და არჩევნებში მონაწილეობისათვის არჩევნების შესახებ, ცნობის გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში, წერილობით ეცნობება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიურ საბჭოს.
არჩევნებში მონაწილე იმ კანდიდატთა სია,
რომლებიც რეგისტრაციაში არიან გატარებული, ქვეყნდება არა უგვიანეს ერთი თვისა არჩევნების ჩატარებამდე.
48. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრს ირჩევს აკადემიის საერთო კრება იმ კანდიდატთაგან, რომლებიც შეირჩევა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებათა მიერ.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში არჩევნებისას, საჭიროების შემთხვევაში, აკადემიური საბჭოს სათანადო დადგენილებით ცალკეულ
განყოფილებებს შეუძლიათ ჩაატარონ გაერთიანებული კრება ამ განყოფილებებისათვის გამოყოფილი ყველა ვაკანსიის დასაკავებლად.
49. აკადემიკოსობის კანდიდატთა არჩევნებისას განყოფილებაში ხმის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები.
წევრ-კორესპონდენტობის კანდიდატთა არჩევნებისას განყოფილებაში ხმის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები.
50. განყოფილება უფლებამოსილია მოაწყოს აკადემიკოსობის კანდიდატთა შერჩევა, თუ სხდომას ესწრება განყოფილების აკადემიკოსთა სიითი შემადგენლობის სულ მცირე სამი მეხუთედი; წევრ-კორესპონდენტობის კანდიდატთა შერჩევა _ თუ შერჩევას ესწრება ამ განყოფილების აკადემიკოსთა და წევრ-კორესპონდენტთა სიითი შემადგენლობის სულ მცირე სამი მეხუთედი.
შენიშვნა: განყოფილების წევრთა სიით შემადგენლობაში არ
ჩაითვლებიან საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული
აკადემიის
აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები, რომლებიც არჩევნების დროს საზღვარგარეთ
იმყოფებიან მივლინებით,
აგრეთვე
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის
აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები, რომელთა შესახებ მიღებულია
საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის
აკადემიური საბჭოს სპეციალური გადაწყვეტილება
ჯანმრთელობის მდგომარეობის
გამო შერჩევაში მონაწილეობისაგან მათი
განთავისუფლების შესახებ.
51. განყოფილება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრობის
კანდიდატებს შეარჩევს ფარული კენჭისყრით.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსობის კანდიდატებად შერჩეულად ჩაითვლებიან ის პირები, რომლებიც მიიღებენ ამ
განყოფილების აკადემიკოსთა სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ სამი მეხუთედისა.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტობის კანდიდატებად შერჩეულად ჩაითვლებიან ის პირები, რომლებიც მიიღებენ ამ განყოფილების აკადემიკოსთა და წევრ-კორესპონდენტთა სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ სამი მეხუთედისა.
52.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსების არჩევნებისას აკადემიის საერთო კრებაზე ხმის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები, ხოლო წევრ-კორესპონდენტების არჩევნებისას _ აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები.
53.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებაზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებისა და წევრ-კორესპონდენტების არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით. აკადემიკოსებად არჩეულად ჩაითვლებიან პირები, რომლებიც მიიღებენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსთა სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ სამი მეხუთედისა, ხოლო წევრ-კორესპონდენტები _ აკადემიის ნამდვილ წევრთა და წევრ-კორესპონდენტთა სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ სამი მეხუთედისა.
შენიშვნა: სიით შემადგენლობაში არ
ჩაითვლებიან
საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები
და წევრ-კორესპონდენტები,
რომლებიც არჩევნების დროს საზღვარგარეთ
იმყოფებიან
მივლინებით, აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები, რომელთა
შესახებ
მიღებულია საქართველოს
მეცნიერებათა
ეროვნული
აკადემიის
აკადემიური
საბჭოს
სპეციალური გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არჩევნებში
მონაწილეობისაგან მათი განთავისუფლების შესახებ.
54.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსად და უცხოელ წევრად ასარჩევ კანდიდატს აკადემიური საბჭოს მიერ დაწესებულ ვაკანსიებზე წამოაყენებს აკადემიის პრეზიდენტი.
55. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს აკადემიური საბჭო ხმათა უმრავლესობით და ღია კენჭისყრით ამტკიცებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება.
56.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსს ღია კენჭისყრით ირჩევს აკადემიური საბჭო ხმათა უმრავლესობით და
ამტკიცებს ღია კენჭისყრით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება.
XI. საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული
აკადემიისAაკადემიკოსის და წევრ-კორესპონდენტის სტატუსი
57.
|