საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის
2006 წლის მოკლე ანგარიში
2005 წლის 23 დეკემბერს საქართველოს
პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საქართველოს კანონს `მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და
მათი განვითარების შესახებ~ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების
შეტანის თაობაზე~. კანონში აღნიშნულია, რომ `საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემია (შემდგომში აკადემია) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სრული
ავტონომიური უფლებებითა და სახელმწიფო დაფინანსებით~, ხოლო საქართველოს მთავრობის
#58 (16 მარტი, 2006 წ.) დადგენილებით აკადემიაში შემავალი სამეცნიერო კვლევითი
დაწესებულებები ჩამოყალიბდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად, რის საფუძველზეც
გაყვანილი იქნენ აკადემიის შემადგენლობიდან. ამავე კანონის შესაბამისად
სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება სამართლებრივი ფორმის მიუხედავად ვალდებული
გახდა `საქმიანობის წლიური სამეცნიერო ანგარიში განსახილველად წარუდგინოს
აკადემიას~. გარდა აღნიშნულისა, აკადემიას დაევალა `მეცნიერებისა და
ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და ამ სფეროში
პრიორიტეტების განსაზღვრა, სახელმწიფო სამეცნიერო ტექნოლოგიების პროგრამების
(პროექტების) შემუშავება, მათი ექსპერტიზა და შესრულებაში~ მონაწილეობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 2006 წლიდან
აკადემიამ გარდაქმნა თავისი საქმიანობა. აკადემიის პრეზიდიუმის სხდომები,
ძირითადად, მიეძღვნა ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემების გადაჭრის საკითხების
განხილვას. შემუშავებული წინადადებები კონკრეტულ აქტუალურ საკითხთან
დაკავშირებით წარედგინა მთავრობას რეაგირებისათვის.
კანონში შეტანილი ცვლილებებიდან
გამომდინარე აკადემიის მიზნები და ამოცანები მეცნიერების და ტექნოლოგიების
სფეროში მოკლედ შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს:
_ ქვეყანაში ფუნდამენტური და
გამოყენებითი კვლევების შემდგომი ხელშეწყობა;
_ ნაციონალური ინოვაციური სისტემის
ფორმირების გზების დასახვა;
_ სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნოლოგიური
შედეგების ეფექტური გამოყენება;
_ სამეცნიერო-ტექნიკური კადრების
შენარჩუნება და სამეცნიერო საკადრო პოტენციალის შემდგომი ხარისხობრივი სრულყოფა;
_ მეცნიერების და განათლების ეფექტური
ერთობლივი ფუნქციონირების ხელშეწყობა;
_ საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური
თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.
2006 წელს შედგა აკადემიის პრეზიდიუმის
13 სხდომა. სხდომებზე განხილულ იქნა ქვეყნისათვის აქტუალური პრობლემური
საკითხები:
_ `საქართველოში სეისმური საშიშროებისა
და დაცვის ღონისძიებათა შესახებ~ (მომხს. ფიზ.-მათ.მეცნ.კანდ. ზ.ჯავახიშვილი, აკად.წევრ-კორ. გ.გაბრიჩიძე). პრეზიდიუმმა
დაავალა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილებას წარმოუდგინოს
პრეზიდიუმს საქართველოს სეისმური საშიშროებისაგან დაცვის ღონისძიებების პროექტი.
_ `საქართველოსთვის 2005 წელს
წყალდიდობების და ღვარცოფების მიერ მიყენებული ზარალის შეფასება და პროგნოზი~ (მომხს. ტექნ.მეცნ.დოქტ. გ.გავარდაშვილი).
_ `ზენორმატიული გადახრის მქონე
მწვავე ავარიული მრავალსართულიანი საცხოვრებელი
სახლების გასწორება-გამაგრების ახალი ტექნოლოგია~ (მომხს. საქართველოს
საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პროფ. ლ.მახვილაძე).
_ `საქართველოს შავი ზღვის სანაპირო
ზოლის გამორეცხვისაგან დამცავი კომპლექსური ღონისძიებების შემუშავების შესახებ~
(მომხს. აკად.
ც.მირცხულავა, გეოგრ.მეცნ. კანდ. გ.ლომინაძე და ტ.ბერიძე).
_ `თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების
მიწიერი და კოსმოსური საინჟინრო
უზრუნველყოფა, კომპლექსები და ნაგებობები~ (მომხს. აკად.წევრ-კორ. ე.მეძმარიაშვილი).
_ `საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის რეაბილიტაციის
და მდგრადი განვითარების გრძელვადიანი კონცეპტუალური პროგრამის შესახებ~ (მომხს. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი
წევრი ნ.ჩხარტიშვილი, ბიოლ.მეცნ.დოქტ. ა.შალაშვილი და ე.კირთაძე).
_ `საქართველოს სასმელი წყლის რესურსების
რაციონალური გამოყენებით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური
განვითარების კონცეპტუალური პროგრამის შესახებ~ (მომხს. პროფ. ლ.მახვილაძე და მეცნ.დოქტ პ.გიორგაძე).
_ `საქართველოში ენერგეტიკის განვითარების
ტაქტიკისა და სტრატეგიის შესახებ~ (მომხს. Mმეცნ. დოქტორები
ლ.მახვილაძე და გ.ქარუმიძე).
Aაღნიშნული
პრობლემური საკითხების გადაწყვეტის მიზნით აკადემიის პრეზიდიუმმა წინადადებები
წარუდგინა საქართველოს მთავრობასა და სამინისტროებს.
პრეზიდიუმის
სხდომებზე მეცნიერული მოხსენებებით გამოვიდნენ:
_ აკად.
თ.ბერიძე _ `ვაზის დომესტიკაცია~.
_ ბიოლ.მეც.დოქტ. თ.ლეჟავა _
`ქრომოსომების ფუნქციური მახასიათებლები და დაბერება~.
_ აკად. ჯ.ლომინაძე _ `ფარული მასისა
და ფარული ენერგიის პრობლემა კოსმოლოგიაში~.
_
მედიც.მეცნ.დოქტ. ნ.ყიფშიძე _ `კარდიოლოგია _ წარსული, აწმყო
და მომავალი~.
პრეზიდიუმმა
სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია მონოგრაფიისათვის _ `რიტუალი და სიმბოლო არქაულ
კულტურაში~ მიანიჭა ი.ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის
წამყვან მეცნიერ თანამშრომელს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს მანანა ხიდაშელს,
ხოლო ნ.მუსხელიშვილის სახელობის პრემია ფიზ.-მათ.მეცნ.დოქტ.
მ.აშორდიას ნაშრომთა ციკლისათვის _ `განზოგადებულ ჩვეულებრივ წრფივ დიფერენციალურ
განტოლებათა სისტემების თვისებრივი თეორიის ზოგიერთი საკითხის შესახებ~.
Aაკადემიასთან შეიქმნა ქრისტიანული თეოლოგიისა და რელიგიის
ისტორიის შემსწავლელი კომისია სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსის
ილია II-ის თავმჯდომარეობით.
2006 წლის 10 მაისს გაიმართა შეხვედრა პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან, მოლეკულური ბიოლოგიისა და
მცენარეთა ბიოქიმიის გამოჩენილ სპეციალისტთან პროფესორ ანდრეი ლეგოცკისთან. პროფ. ა.ლეგოცკიმ წაიკითხა
მოხსენება `გენური მემკვიდრეობა და ბიოლოგიური
მრავალფეროვნება~. ხელი მოეწერა საქართველოს და პოლონეთის აკადემიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის
ხელშეკრულებას.
24 ოქტომბერს აკადემიაში გაიმართა
შეხვედრა ამერიკელ ბიზნესმენთან და მეცენატთან ფრედ იანგთან, რომელმაც წაიკითხა
მოხსენება `კორნელის უნივერსიტეტის და კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის
ატაკამას ტელესკოპი~.
2006 წელს აკადემიის პრეზიდენტი აკად. თ.გამყრელიძე აირჩიეს ამერიკის
მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის უცხოელ წევრად,
აგრეთვე, `ევროპული აკადემიის~ (Aცადემია Eუროპაეა) ნამდვილ წევრად.
2006 წელს აკადემიის წევრებმა საქართველოში და
საზღვარგარეთ გამოსცეს 57 მონოგრაფია და წიგნი, 15 სახელმძღვანელო, 2 რუკის
ელექტრონული ვერსია, 1 ატლასი, გამოაქვეყნეს 210 სტატია.
2006 წელს აკადემიასთან არსებობდნენ
შემდეგი სამეცნიერო
რედაქციები და
კომისიები:
ქართული ენციკლოპედიის ირ.აბაშიძის
სახ. მთავარი სამეცნიერო რედაქცია;
გ.წერეთლის სახ. `ვეფხისტყაოსნის
აკადემიური გამოცემისა და ქართული ენის თესაურუსის კომიტეტი;
ქრისტიანული თეოლოგიისა და რელიგიის
ისტორიის შემსწავლელი კომისია;
საქართველოს ისტორიის წყაროების
კომისია;
საქართველოს მთიანეთის პრობლემათა
კომპლექსური შესწავლის კომისია;
კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო
თანამშრომლობის კომისია;
ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკის
ისტორიის საბჭო.
2006 წელს გამოვიდა აკადემიის შემდეგი
პერიოდული გამოცემები:
ჟურნალ `საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის მოამბის~
ტ. 173, ## 1, 2, 3 და ტ. 174, ## 1, 2 (ინგლისურ ენაზე);
`საქართველოს მათემატიკური ჟურნალის~
მე-13 ტომის 4 ნომერი (ინგლისურ ენაზე);
ჟურნალის `მემუარები დიფერენციალურ განტოლებებსა და მათემატიკურ ფიზიკაში~ 3 ტომი: 37-ე, 38-ე, 39-ე (ინგლისურ ენაზე);
ჟურნალ `საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის მაცნეს~ სერიები:
`ქიმია~, ტ. 32, #1-4;
`ბიოლოგია~, სერია A, ტ. 32,
##1-6;
`ბიოლოგია~, სერია B, ტ. 4, ##1-4 (ინგლისურ ენაზე);
`საქართველოს ნეირომეცნიერების ჟურნალი~, ტ. 2, #1 (ინგლისურ ენაზე);
`რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის მაცნე~,
#1(24), #2-3(25), #4(26);
`ფილოსოფია~, #1;
`ფსიქოლოგია~, ##1, 2;
ჟურნალი `მეცნიერება და ტექნოლოგიები~, 4
კრებული, #1-3, #4-6, #7-9, #10-12.
აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო
ბიბლიოთეკა საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის
26 ივნისის #390 ბრძანებულებით გამოეყო აკადემიას და
გ.მიქელაძის სახ. სახელმწიფო ტექნიკურ ბიბლიოთეკასთან ერთად დაარსდა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ ეროვნული
სამეცნიერო ბიბლიოთეკა.
აკადემიაში 2007 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ირიცხებოდა აკადემიის 58
ნამდვილი წევრი და 58 წევრ-კორესპონდენტი.
აკადემიის 2006 წლის ბიუჯეტის გეგმა
შეადგენდა 1110,5 ათას ლარს.