გუჩა კვარაცხელია, აკად.წევრ-კორესპონდენტი



საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების
აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი
დაიბადა ქ.თბილისში 1940 წლის 2 ოქტომბერს
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართველურ ენათა
განყოფილება 1963 წ.
არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
მისამართი:
სამსახური - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემია, რუსთაველის გამზ. N52, 0108, თბილისი
არნ.ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
ტელ.: 99-56-21
ფაქსი: 99-88-23
ელ.ფოსტა:
gucha.kvaratskhelia@science.org.ge
ბინა - დ.აღმაშენებლის გამზ. N104, ბ. 4, 0102, თბილისი
ტელ.: 95-63-27

1967-1970 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი.

1970-1989 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

1989-1993 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი.

1993-2006 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი.

1970-1978 წწ. - სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი.

1978-1988 წწ. - სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის დოცენტი.

1988-1989 წწ. - სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორი.

1989-1994 წწ. - სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე.

1992 წ. - საქართველოს განათლების მინისტრი.

1993-1994 წწ. - სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიური უნივერსიტეტის არაქართველთათვის ქართული ენის სწავლების სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე.

1999-2000 წწ. - ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

2005 წლიდან დღემდე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი.

2001 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულიაკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

აკად.წევრ-კორ. გ.კვარაცხელიას სამეცნიერო მუშაობის ძირითადი მიმართულებებია თეორიული ენათმეცნიერება, ქართული ენის პრაგმატიკა.

არის 120-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი. მათ შორის 2 მონოგრაფია და 70-ზე მეტი სამეცნიერო სტატია.


ძირითადი სამეცნიერო შრომები:

მონოგრაფიები:

1. გ.კვარაცხელია. "ქართული ენის ფუნქციური სტილისტიკა", თსუ, 1990.
2. გ.კვარაცხელია. "მხატვრული ენის შესწავლის ლინგვისტური ასპექტები", თსუ, 1995.

სტატიები:

1. გ.კვარაცხელია. "სტატისტიკური მეთოდებით ლექსიკის სტილისტიკურ-შედარებითი კვლევა", "თანამედროვე ზოგადი და მათემატიკური ენათმეცნიერება", წ. 2, თბილისი, 1967.
2. გ.კვარაცხელია. "მხატვრული მეტყველების შესწავლის საკითხები პრაღის სკოლასა და "ოპოიაზში", "თანამედროვე ზოგადი და მათემატიკური ენათმეცნიერება", წ. 3, თბილისი, 1970.
3. გ.კვარაცხელია. "ოფიციალურ საქმეთა სტილის ზოგადი ნიშნები", "თანამედროვე ზოგადი ენათმეცნიერების საკითხები", წ. VI, თბილისი, 1981.
4. გ.კვარაცხელია. "სამეცნიერო სტილის ზოგადი დახასიათება", "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება (იკე)" XVI, 1987.
5. გ.კვარაცხელია. "ქართული ენის კომპიუტერიზაციის ამოცანები", "მოდელი-96", თბილისი 1996.
6. გ.კვარაცხელია. "ენის ფორმალიზაციისათვის ენათმეცნიერებაში", ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის შრომათა კრებული, გორი, 1999.
7. გ.კვარაცხელია. "ენობრივი თვითშეგნება და სალიტერატურო ნორმა, როგორც ღირებულება", "ვ.თოფურია - 100", შრომათა კრებული, თსუ, 2001.
8. გ.კვარაცხელია. "ზეპირი მეტყველების ფორმები და სოციალური პრესტიჟი", ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომათა კრებული, II, ბათუმი, 2002.
9. გ.კვარაცხელია. "ნორმალიზაციის თეორიული და პრაქტიკული საკითხები ვარლამ თოფურიას ენათმეცნიერულ მემკვიდრეობაში", წ.: "ქართული სიტყვის კულტურის საკითხები", წიგნი მე-12, თბილისი 2004.
10. გ.კვარაცხელია. "ნორმალიზაციისა და კოდიფიკაციის პროცესთა ტიპოლოგია", წ.: "ქართული სალიტერატურო ენის საკითხები: ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა", პირველი კრებული, თბილისი, 2007.
11. გ.კვარაცხელია. "პრაგმატიკული კონტექსტის რაობა და ტიპები", აკად. ქ.ლომთათიძისადმი მიძღვნილი შრომათა კრებული, თბილისი, 2008.
12. გ.კვარაცხელია. "ვაჟას "ხმაურიანი სამყარო", გ.როგავასადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი, 1997.
13. გ.კვარაცხელია. "ვაჟა ფშაველა ახალი პოეზიის სათავეებთან", "სჯანი" IV, ლიტერატურულ-თეორიული სამეცნიერო კრებული, თბილისი, 2003.
14. გ.კვარაცხელია. "იდუმალება, სიცრუე-თამაში თუ უფრო ღრმა ჭეშმარიტება", წ.: "გალაკტიონოლოგია", II, თბილისი, 2003.
15. გ.კვარაცხელია. "აჰა, ტაძარი ცათუმაღლესი (ანა კალანდაძის პოეზია)", იკე, XXXV, 2005.
16. გ.კვარაცხელია. "და ისევ მიწას ვინატრებ (სიკვდილი ანას პოეზიაში)", ყოველთვიური სამეცნიერო ჟურნალი "ქართველოლოგია", #3, 2008.
17. გ.კვარაცხელია. `Conversation rules in Georgian proverbs II: Language, history and cultural identities in the Caucasus”, Malmö, 2005.
18. გ.კვარაცხელია. `Sources de l'aptitude plurilingue géorgienne. Journées de Francophonie – 2009.


მხატვრულ თხზულებათა კრებულები:

1. საით მიემართება დრო, თბილისი, 1981, 61 გვ.
2. უფრო მაღალი ცა, თბილისი, 1987, 185 გვ.
3. მართალთა და უღმრთოთა გზები, თბილისი, 2000, 189 გვ.
4. ჩვენ, ძილში გაპარულები (ორი პიესა), თბილისი, 2000, 99 გვ.
5. დაქვრივებული სივრცე, თბილისი, 2003, 92 გვ.
6. პოემები, თბილისი, 2003, 366 გვ.
7. ქალაქი ქალაქში, თბილისი, 2005, 160 გვ.