|
ჯერ კიდევ V საუკუნის პირველ ნახევარში იაკობ ცურტაველის
მიერ შეიქმნა ქართული ლიტერატურის უდიდესი ძეგლი "წამება
წმინდისა შუშანიკისაი", XII საუკუნეში კი შოთა რუსთაველის
მიერ შეიქმნა ქართული გენიის მწვერვალი, ეპიკური
ნაწარმოები "ვეფხისტყაოსანი". ეს მოწმობს იმას, თუ რაოდენ
ღრმა ცოდნა იყო საქართველოში ჰუმანიტარული და
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში ამ დროისათვის.
შუა
საუკუნეების
საქართველო
გამოირჩეოდა
მნიშვნელოვანი
მიღწევებით
ფილოსოფიის,
ისტორიოგრაფიის,
პოეზიის,
ხელოვნების,
არქიტექტურის,
თეოლოგიის,
კანონისა
და
კანონმდებლობის,
ასტრონომიის,
გეოგრაფიის,
მედიცინის
და
მეცნიერების
სხვა
სფეროებში,
რაც
ქართველი
და
უცხოელი
ავტორების
უძველესი
ხელნაწერებით
დასტურდება.
საქართველოს
მეცნიერებათა
აკადემია,
როგორც
საქართველოს
მეცნიერთა
ორგანიზაციული
კავშირი,
დაფუძნებულ
იქნა
1941
წლის
თებერვალში.
პირდაპირი
წანამძღვრები,
რომელთაც
მოამზადეს
ნიადაგი
საქართველოს
მეცნიერებათა აკადემიის
შექმნისათვის,
იყო
საბჭოთა
კავშირის
მეცნიერებათა
აკადემიის
ფილიალი
და
საქართველოს
სახელმწიფო
უნივერსიტეტი
თბილისში,
სადაც
გასული
საუკუნის
20-იან
და
30-იან
წლებში
მრავალი
სამეცნიერო
კვლევითი
დაწესებულება
ჩამოყალიბდა.
საქართველოს
მეცნიერებათა
აკადემიაში
არჩეული
პირველი
თექვსმეტი
წევრი
მოღვაწეობდა
ორ
განყოფილებაში:
* მათემატიკისა
და
საბუნებისმეტყველო
მეცნიერების
განყოფილებაში
* საზოგადოებრივ
მეცნიერებათა
განყოფილებაში.
აკადემიის
დამფუძნებელი
აკადემიკოსები:
* გიორგი
ახვლედიანი
(ენათმეცნიერება)
* ივანე
ბერიტაშვილი
(ფიზიოლოგია)
|
 |